(პებერტატული პერიოდი) ახასიათებს ჰორმონების დღეღამური რიტმულობის ჩამოყალიბება, რაც დამოკიდებულია ორგანიზმის ბიოლოგიური საათის სამივე რგოლის (ჰიპოთალამური, ჰომეოსტაზური, პერიფერიული) შეთანხმებულ მუშაობაზე. ჰორმონების ცირკადული რიტმების არასრულფასოვნებით გამოწვეული უხეში ძვრები, ნეიროენდოკრინულ სისტემაში, ვლინდება პუბერტატული პროცესების დროებითი შეფერხებით, ან, პირიქით, ნაადრევი სქესობრივი მომწიფებით. შერეშევსკის მიერ აღწერილია გოგონები ნაადრევი სქესობრივი და ფიზიკური განვითარებით, რომელთაც 6-7 წლის ასაკში დაეწყოთ მენსტრუალური ციკლი.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007