1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფულ ფუნ ფუტ

ფულად-საკრედიტო პოლიტიკა

  1. საფინანსო პოლიტიკის ძირითად ასპექტებს განსაზღვრავს ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურეკონომიკურ განვითარებაზე. გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები შეიძლება განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ როგორი გვინდა იყოს თვით საფინანსო სისტემა, საკრედიტო, საბიუჯეტო, თვითანაზღაურებისა და ფულადი რესურსებით საწარმოთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მექანიზმი.ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ორგანულადაა დაკავშირებული ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკასთან და განიცდის ამ უკანასკნელის ზეგავლენას, მაგრამ ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა უფრო დინამიური და ცვალებადია ფისკალურ პოლიტიკასთან შედარებით. იგი ეკონომიკის სტაბილიზაციის უფრო ქმედითი ინსტრუმენტია, ფისკალურ პოლიტიკასთან შედარებით. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ამოცანა ისეთი მოქნილი საკრედიტო პოლიტიკის რეალიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ფულის მასის ისეთ დინამიკას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც ინფლაციური პროცესების შეჩერება, ისე წარმოების განვითარების სტიმულირება. ამის მიღწევა ძირითადად შესაძლებელია მოქნილი საპროცენტო პოლიტიკის გატარებით, ბანკთაშორისი დაკრედიტების განვითარებით, უპერსპექტივო საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტით და საკრედიტო ემისიის რაციონალური მართვით.
    Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. ფულადი მიმოქცევისა და კრედიტის (სესხი ფულადი ან საქონლის ფორმით) სფეროში ქვეყნის მთავრობის მიერ გატარებული კურსი და განხორციელებული ზომები. მიზანი: ეკონომიკის მდგრადი და ეფექტური ფუნქციონირება.
    Source: თეთრუაშვილი, მაია. საკუთარი ბიზნესი: დამხმ. სახელმძღვანელო/მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ია თეთრუაშვილი. - გორი: [შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპ. ცენტრი], 2008. ნაწ. 2: მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების დაკმაყოფილება. - 2008. - 102გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 98-99. - ISBN: 978-9941-0-0748-4, 500ც.[MFN: 134201]UDC: 338.22(075.8) + 339.13 + 339.138
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9