1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გარდამავალი ხანის ეკონომიკა

როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად და ფორმირებად მაკროსისტემებში, განსაზღვრავს განსახორციელებელი გარდაქმნების მიმართულებასა და ხარისხს. გარდამავალი ხანის ეკონომიკის ცნების გამოყენება გაპირობებულია იმის აუცილებლობით, რომ ერთი კონკრეტული ტერმინით აღინიშნოს სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოახდინოს სახელმწიფო საკუთრებაზე მონოპოლიის და მართვის უზომო ცენტრალიზაციის ლიკვიდაცია და კერძო საკუთრების განვითარებულ ინსტიტუტზე დაფუძნებული საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები ცდილობენ დააჩქარონ თავიანთი ეკონომიკური განვითარება წამავალი ეპოქის ტექნიკის, ტექნოლოგიების, წარმოების მართვის ორგანიზაციის, მატერიალურ და კულტურულ ფასეულობათა სისტემების მიბაძვით
Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9