მოიცავს ადგილობრივი მრეწველობის მცირე საწარმოების, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს პრივატიზაციას. აუცილებელია მისი წახალისება რეფორმის საწყის ეტაპზე. პრაქტიკამ ცხადყო, რომ მათთვის მხარდაჭერის პირობებში ეს საწარმოები შეიძლება სწრაფად განვითარდნენ. აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში კერძო სექტორის საქმიანობაზე მოხსნილია შეზღუდვები, ამოქმედებულია კანონები, რომლებიც კერძო კომპანიებს სახელმწიფო საწარმოების მსგავსად თანაბარ პირობებში აყენებს, ყველა საშუალებას იყენებენ წვრილი საწარმოების სწრაფი პრივატიზაციისათვის და შედეგებიც საგრძნობია.
Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006