1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრივატიზაცია როგორც განსახელმწიფოებრიობის ფორმა

პრივატიზაციას ბევრი განიხილავს როგორც განსახელმწიფოებრიობის ძირითად ფორმას და ეკონომიკური რეფორმის ცენტრალურ რგოლს. იმ პირობებში როცა ხორციელდება სხვა სახის გარდაქმნები - ფასებისა და საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, გადაიჭრება ეროვნული ვალუტის კონვერტირებადობის საკითხი, მოქმედებაში შედის შესაბამისი კანონმდებლობა, საწარმოებისათვის წესდება მკაცრი ფინანსური შეზღუდვების პირობები და ხელმძღვანელობას ეძლევა ფასების, ხელფასის განსაზღვრისა და რესურსების განთავსების უფლება პრივატიზაციას ეკისრება: - აამაღლოს შრომისნაყოფიერება, რამდენადაც საწარმოთა მფლობელებსა და მმართველებს თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაკოტრების ალბათობის შემცირების მიზნით უჩნდებათ ეფექტიანად მოქმედების სურვილი და მისწრაფება; - შეამციროს საქონლის დეფიციტი და სიჭარბე. საწარმოებმა ეფექტიანი მოქმედების უზრუნველსაყოფად ყურად უნდა იღონ მომხმარებელთა სურვილები. ეს მოითხოვს იმის ანალიზსა და შესწავლას, რა სახის და როგორი ხარისხის პროდუქცია სჭირდება მყიდველებს, მომხმარებელთა რაოდენობის განსაზღვრას, რომელსაც შეუძლია აღნიშნული საქონლის შეძენა; - გააძლიეროს კონკურენცია. პრივატიზაცია ხელს უწყობს სახელმწიფო საწარმოთა მონოპოლიური უფლებების შემცირებასა და კონკურენციის განვითარებას.
Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9