1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სტა სტე სტი სტო სტრ

სტიქიური პრივატიზაცია

არის საწარმოებისა და მათი აქტივების გაყიდვა ხშირად ნომინალური ფასებით თვით საწარმოს მუშებზე და მმართველებზე. მომგებიანი საწარმოები გაიყიდება მათზე, ვინც დაკავშირებულია ამ საწარმოსთან, ვისაც აქვს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ და აუცილებელი კავშირები მასთან. გასული საუკუნის 90-იან წლებში სტიქიური პრივატიზაცია გავრცელებული იყო უნგრეთში, პოლონეთში, იუგოსლავიაში. პრივატიზაციის ეს ხერხი, როცა საწარმოს მუშაკები მთავრობის განზრახვისაგან დამოუკიდებლად ეუფლებიან საწარმოებს, სხვდასხვა ზომით გავრცელებულია გარდამავალ ქვეყნებში. რაც უფრო ხანგრძლივად მუშავდება და ხორციელდება პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამა მით უფრო მეტია სტიქიური პრივატიზაციის ალბათობა. ამასთან ადრინდელ რეჟიმში მოღვაწე პირები ამ საქმის ბოროტად გამოყენების შედეგად გაყიდვებისაგან ღებულობენ დიდ გამორჩენას. წარმოიშობა დიდი უკმაყოფილება. უნგრეთში სტიქიური პრივატიზაცია წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოთა გაყიდვის მნიშვნელოვან მეთოდს.
Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9