1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სახელმწიფო სოციალური დაზღვევის მექანიზმი

ეფუძნება, ერთი მხრივ, სამუშაოს მიმცემისა და მუშაკების სავალდებულო სადაზღვევო ანარიცხების აკუმულაციას არასაბიუჯეტო ფონდებში, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ფონდებიდან სოციალური ტრანსფერტების სოლიდურ გადახდებს. თაობების, ეკონომიკის ცალკეული დარგის, ტერიტორიების სოლიდარობის პრინციპი ნიშნავს, რომ მიმდინარე გადასახდელები (გასაცემლები) ეძლევათ პირებს მიმდინარე შემოსულობათა ხარჯზე და არა დაგროვების ხარჯზე, რომელიც იქმნება სადაზღვევო შენატანების გადახდის პერიოდში. სოლიდარობა ვლინდება იმაშიც, რომ სამუშაოს მიმცემის მიერ სოციალური დაზღვევის შენატანების გადაუხდელობა მის მუშაკებს სადაზღვევო პენსიის და დახმარების მიღებაზე უფლებას არ ართმევს.
Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9