1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციალური დახმარება

  1. (მხარდაჭერა) სოციალური უზრუნველყოფის ის ფორმა, რომელიც ავსებს სახელმწიფო სოციალურ დაზღვევას, იგი ეძლევა მოქალაქეებს იმ შემთხვევაში, როცა მათ სოციალური დაზღვევით სოციალური ტრანსფერტების მიღების უფლება არა აქვთ. სოციალური დახმარებების ძირითად სახეობებს მიეკუთვნება მატერიალური დახმარება უმუშევრებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სოციალური დახმარება ბავშვიანი ოჯახებისათვის, ერთდროული დახმარება ლტოლვილებისათვის, ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების კომპენსაცია და სხვ. სოციალური დახმარების მნიშვნელოვანი ფუნქციაა - მოსახლეობის შემოსავლების გამოთანაბრება, სიღარიბესთან ბრძოლა, ადამიანური კაპიტალის „წალეკვის“ პროცესის თავიდან აცილება. სოციალური დახმარება, რომელიც გაიცემა სადაზღვევო შენატანების მონაცემების შემოწმების გარეშე პირადი შემოსავლების შეფასების საფუძველზე, საშუალებას იძლევა გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომლებიც სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებიან და ამით ხელს უწყობენ განაწილებაში ჰორიზონტალური სამართლიანობის მიღწევას, რომელიც გულისხმობს სამართლიან დამოკიდებულებას ერთნაირ პირობებში მყოფი ინდივიდების მიმართ. ამისათვის აუცილებელია, რომ სოციალური დახმარება მიიღოს ყველამ, ვისაც ეს სჭირდება. ბოლო დროს გავრცელებულია შეხედულება, რომ სოციალური დახმარების სისტემა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში (განსაკუთრებით პოსტსოციალისტურ ქვეყნებში) ნაკლებად ეფექტიანია შეღავათების, დახმარებებისა და კომპენსაციების დიდი რაოდენობის გამო, რომლებსაც ყოველთვის არ ღებულობენ ისინი, ვისაც ეს სჭირდება. აუცილებელია სოციალური დახმარების ადრესულ და თვითადრესულ სისტემაზე გადასვლა.
    Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით გამოვლენილი ღატაკი ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
    Source: ერთად ჩვენ შევძლებთ №4/საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია/თბილისი, 2010, ივნისი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9