1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრანსფორმირებადი ეკონომიკა

მისი სპეციფიკა ისაა, რომ მასში ერთდროულად მოქმედებს ის ეკონომიკური ელემენტები, ფორმები და ურთიერთობები, რომლებიც დამახასიათებელია განვითარების როგორც ადრე არსებული ისე ახალი, ფორმირებადი მოდელისათვის. ამიტომ მისთვის დამახასიათებელია შეუსაბამობა და წინააღმდეგობა ძველი და ახალი სისტემების ატრიბუტებსა და ურთიერთობებს შორის. ამ ურთიერთწინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაში წარმატება ავტომატურად ვერასოდეს ვერ მიიღწევა. იგი მოითხოვს მთელი საზოგადოების ძალისხმევას, ძალების კონცენტრაციას, განსაზღვრული პირობებისა და საშუალებების შექმნას. გარდა ამისა, ტრანსფორმაციული პროცესის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ორგანიზაციულ ფაქტორს. თანამედროვე მსოფლიოში ჯერჯერობით მხოლოდ სახელმწიფო წარმოადგენს საზოგადოების ერთადერთ სუბიექტს, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ტრანსფორმაციის პროცესის ორგანიზატორის ფუნქცია ძველი ეკონომიკური სისტემის ახლით შეცვლის საქმეში. აქედან ნათელია, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროცესში ობიექტურად. აუცილებელია, უფრო მეტიც, მას გადამწყვეტი როლი ეკუთვნის.
Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9