1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურული კონფლიქტი

პიროვნებებს, ჯგუფებს, პიროვნებასა და ჯგუფს, პიროვნებასა და საზოგადოებას, ჯგუფსა და საზოგადოებას, სხვადასხვა ჯგუფსა და კოალიციას შორის ღირებულებათა, ორიენტაციათა, პოზიციათა წინააღმდეგობის კრიტიკული სტადია. კულტურული კონფლიქტი განპირობებულია მონაწილე მხარეთა სოციალური გამოცდილების განსხვავებულობით. ყველა კონფლიქტი დინამიკურია და მოიცავს წინააღმდეგობათა დაძლევის მოლაპარაკებათა გზით მათი გადაჭრის, მტრული მოქმედებების მხარეთა შორის ახალი კონტაქტების დამყარებისა და კონპრომისის მონახვის სტადიებს. არსებობს კონფლიქტის სხვაგვარი გამოსავალიც: ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე ან კონფლიქტის მოგვარების გადადება მომავლისათვის. კულტურული კონფლიქტის ტიპურ მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ ჯვაროსნული ლაშქრობები, რელიგიური, სამოქალაქო, რევოლუციური, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომები, საეკლესიო ინკვიზიციის მოქმედება, ამა თუ იმ სარწმუნოებაზე იძულებითი მოქცევა, გენოციდი და ა. შ. კულტურული კონფლიქტი დაკავშირებულია ტოლერანტობისა და სხვა კულტურის მიმართ ინტერესის პრობლემებთან. კულტურული კონფლიქტის განსაკუთრებული ტიპია შემოქმედებითი კონფლიქტი მიმართულებებს, სკოლებს, ჯგუფებს ან ამა თუ იმ დარგის ცალკეულ წარმომადგენლებს შორის.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9