ვ. ბერიძე, სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა, პეტერბ. 1912. გათვალყბა გათვალვა, გაღალვა; უფრო ხშირად იხმარება “გაღალვა“, “გათვალვა“. თვალყვის შემდეგი ლოცვა იცოდნენ: “მოვიდოდა შავი წყალი, მას მოჰქონდა შავი გველი, ჩავკარ შავი ყავარჯენი, ამევიღე შავი გველი, ჩავაგდე ქვაბსა რვალისასა,გასკტა რვალი, წავარდა თვალი მისი ავი სულით, ავი გულით, ავი თვალით შემხედვარის, მოხთა ღლიავში, გავარდა ყიაში.მე ვარ მლოცველი, ქრისტეა მარგებელი. ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი, არის ბრძანება თქვენი“
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7