მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მჟ მრ მს მტ მუ მძ მწ მხ მჯ
მსუ მსხ

მსხილათობანი

საშუალო ტანის ვაზია, საკმაოდ ნაყოფიერი. ბევრი ნაყარი (ნ.) იცის. ლერწები საშუალო სიმსხოსი მოყვითალო ფერისა აქვს, მუხლები - მოკლე; ფოთლები - პატარა, მოგრძო, სამფრთიანი, უმნიშვნელო ნაღრებიანი. ფოთლის კბილები წვრილი, მახვილი აქვს; ფოთლის ზედაპირი - უგინგლო, ღია-მწვანე, შიგნითა - გინგლიანი, ყუნწი- გრძელი, წვრილი; მტევანი-საშუალო სიდიდისა, საკმაოდ მკვრივი; ღერწი - მოკლე, მსხვილი. აქვს ნაყოფის ღერწიც; მარცვლები - საშუალო სიდიდისა, შავი, მრგვალი, კანთხელი, მდიდარი საღებავი ნივთიერებით; გული - ძალიან წყლიანი, ტკბილი აქვს. ამ ჯიშს მეტად ეტანება “ნაცარი“. მხილთაობანი მძლაგე ღვინოს იძლევა, შავი ფერისაა. აშენებენ საჯავახოს, ციხეს, ჯვარცმასა და სურებს.
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი : პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან : [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე ; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე ; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ. : გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ.. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9