ტა ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ ტყ
ტაბ ტან ტარ

ტანისამოსი მამაკაცისა

(ძველად) ბადურაი/აი შარვალში გასაყარი წითელი ლარი (ხვანჯარი) თავებში სირმიანი; ბელყაში მოსირმული, რომელშიც იარაღს გაირჭობდნენ; ელ ეგი ყანაოზის ან სხვა აბრეშუმის ქსოვილისა, მოსირმული, სხვადასხვა ფერისა; ნაბადი მოკლე, კოხტა, გვერდზე მოგდებული; სარტყელი თოლაბულუსისა სამყადი (სამფერი) აბრეშუმისა; სკალატის (მაუდის) შარვალი, გრძელი წვივებზე და უბედაკეცილი, უფრო ხშირად შავი, მოსირმული. ყაბალახი წითელი, ან შავი სკალატისა, მოსირმული, სირმის ფოჩიანი; ჩოხაკვერტო მოკლე ჩოხა სკალატისა, შავი (ზოგჯერ წითელი), სირმით გაწყობილი; წუღა - მესტი მოსირმული.
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9