ტაში, ტაში, ტაფელაო დედა აიყვანს ფეხაუდგმელ ბავშვს, დასვამს ბალიშზე და ტაშის კვრით ეუბნება: “ ტაი, ტაი ტაფელაო, ჩემო ნიკორ წითელაო,თუ მიტაფო, ქე მიტაფე, თვარა წიგნი დამიწერე! - წიგნი დამიწერიაო, ზღვაში ჩამიფენიაო; ზღვაი ადუღებულაო, ქალი აკივლებულაო, ქალსა შვილი ყოლებია (ხოლებია); ერთი ბრუტი, ერთი კოჭლი, ერთი ყველაჲს უკეთესი. -ჩემო ყველაჲს უკეთესო, სტ 59 დილას ადრე ამიდექი, დამიჭირე ოფოფაი, გვერდს მომაბი ძეწკვითაო! -ძეწკვი გაუგლეჯიაო, მთაი გადურბენიაო. -მთასა გავალ მაღალსაო, დაუძახეფ თამარსაო. თამარ მუა ჭიხვინითა. თათრულითა ცხენითაო“. (ბავშვის გასართობი).
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7