გურული ვაზის ჯიში. საშუალო სიმაღლისა იზრდება, საკმაოდ ნაყოფიერია. ლერწები წვრილი და მუქი წითელი აქვს; მუხლები — მოკლე; ფოთლები მომცრო, თხელი, მოგრძო, სამყურიანი, ოდნავ ნაღრებიანი, ზოგჯერ უნაღრო; ლერწის ნაღრები ღია აქვს; ფოთლის კიდე წვრილად დაკბილულია, წვეტიანი; ფოთლების ზედაპირი დახვეწილია, ღია მწვანე, ლერწები კი გრძელი, წვრილი და მოწითალოა. მტევანი შუათანა სიდიდისა, განშტოებული, მოგრძო და მეჩხერი აქვს; მტევნის ყუნწი გრძელია და წვრილი; ნაყოფის კუნწიც ასეთივეა, სრულიად შავი, პრიალა. მჭიდროდ მიმაგრებული მარცვლების კანი თხელია, მაგრამ მკვრივი, გული — ხორციანი (ნ.), ტკბილი. საზამთროდ ინახ ჯ 84 ხავენ. ლერწზე დიდხანს დარჩენილი მტევანი არ ლპება, ქიშმიშივით ჭკნება. ღვინო წითელი იცის, მაგარი, ნაზი, სურნელოვანი, მეტად სასიამოვნო; კარგად ინახება და საერთოდ საუკეთესო ღვინოდ ითვლება. ამ ჯიშს დიდად აზიანებს სოკოსებური სნეულება. აშენებენ სოფ. ციხეს, საჯავახოსა და სხვაგან.
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7