აა აბ აგ ად აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აწ აჭ ახ აჯ
ალა ალგ ალე ალი ალკ ალმ

ალადასტური ვაზის ჯიში

ი. ჭყონია. სიტყვის-კონა, პეტებურგი 1910.
ს. ჟღენტი, გურული კილო, ტფილისი 1936.
ეს ჯიში სხვაზე უკეთ უძლებს სოკოსებურ ავადმყოფობას. ამის გამო იგი მეტად გავრცელდა გურიაში. ღვინოს მუქწითელს და სხვა ჯიშებთან შედარებით, მდარეს იძლევა. ვაზი ძლიერ ხარბად იზრდება და ნაყოფიერიც არის. ლერწები მსხვილი, მოწითალო-მიხაკისფერი, ოდნავ ზოლებიანი, პაწაწინა ლაქებით დაფარული აქვს; ფოთლები დიდია, სამყური, ოდნავ ნაღებიანი, მცირედ დაკბილულკიდეებიანი. ფოთლის ზედაპირი დახვეწილია, ქვედა გინგლიანი; ყუნწი მსხვილი და მოწითალოა; მტევანი საშუალო სიდიდისა, ცილინდრისებური მოყვანილობისაა; ღერწი აქვს გრძელი; ნაყოფის ფეხი - მოკლე, მსხვილი, ცოტათი მოგრძო; ნაყოფის კანი - სქელი; გული - ზომიერად წყლიანი, მაგრამ სხვა გურული ჯიშის ყურძენზე ნაკლებ გემრიელი. ამ ჯიშს აშენებენ საჯავახოს, ციხესა და სხვ. კუთხეებში
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9