კუთხ. (გურ. იმერ.) მარცვალი (მარცვლოვანი მცენარეებისა); ცალი. „ორი კაკალი მუშტარი უშოვნია... და, გგონია, ხვალაც ეყოლებათ?“ (გ. წერეთ.). ◊ კაკალი კაცი - კუთხ. (გურ. იმერ.) (ერთი, მარტოხელა) კაცი. „მე რომ წყალმა კინაღამ წისქვილი მომტაცა! დროზე რომ არ მომესწრო, შენი მტერი! კაკალი კაცი დავიქცეოდი!“ (გ. წერეთ.). ◊ მარტო კაკ(ა)ლად კუთხ. (გურ. იმერ.) მარტოდმარტო, ცალად. „მხოლოდ ის მაწუხებს, რომ მარტო კაკალად დავრჩები ტყეში“ (ლ. ქიაჩ.). ◊ თითო კაკლად კუთხ. (იმერ. გურ.) თითო-თითოდ.„ამ სიტყვაზე დედამისმა ამოიხვნეშა, ჩაისვა კალთაში შვილი და მოუყვა მარცვალ-მარცვალ, თითო კაკლად შემდეგს...“ (აკაკი). ◊ კაკალ გულში. საუბ. შიგ შუა გულში. „[ვაჭარს] რომ მივწეოდი, ფიშტოს ზე კაკალ გულში ვკრავდი“ (რ. ერისთ.). ◊ კაკალი (ერთი...) საუბ. სწორედ (ერთი...). „ერთი „პიანიცა“ ( ლოთი) პოლკოვნიკი იყო, თავის ცოლს მეჯვარედ გავაყოლე; ამაზე კაკალი (ერთი) კვირა უსმელ-უჭმელი ერთ ორმოში დამამწყვდიეს“ [ამბობს ხანუმა] (ა. ცაგარ.). (ქეგლი).
Source: კიწმარიშვილი ნიკოლოზ. „დაუცხრომელთა სამყოფელი“ - გურია / თბ.: 2016.