ხალხური გადმოცემით, თითქოს ოდესღაც ერთმა მეცხვარემ მარტის ბოლოს დაიტრაბახა: გავიდა მარტი-მურტი, ვერ დამაკლო ცხვარის კუტიო, და ცხვრები გაკრიჭა. ამაზე მარტის თვე გაბრაზდა: ისესხა აპრილისაგან სამი დღე, მოიყვანა თოვლი, სეტყვა და ცხვრები ერთიანად გაუწყვიტა მეცხვარეს. ამიტომ ხალხს მარტის უკანასკნელი სამი დღისა და აპრილის პირველი სამი დღისთვის ნასესხები
Source: კიწმარიშვილი ნიკოლოზ. „დაუცხრომელთა სამყოფელი“ - გურია / თბილისი.: 2016.