ყურძნის ღვთაების საპატივცემო რიტუალი; ასრულებდნენ ახალწლის საღამოს ან მეორე დღეს. მარანში წავიდოდნენ, ღორის თავს წაიღებდნენ, საწნახელზე ნაჯახის ყუით უკაკუნებდნენ და იძახდნენ: „აგუნა, აგუნა! აგუნა, გადმოიარე, ბახვი და ასკანა ჩამოიარე, ჩვენს მამულში − ყურძენი, სხვის მამულში − ფურცელი...“ (ქეგლი).
Source: კიწმარიშვილი ნიკოლოზ. „დაუცხრომელთა სამყოფელი“ - გურია/თბ.: 2016.