ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფშ ფჩ ფხ
ფეთ ფენ ფერ ფეშ ფეხ

ფერხობა

მე-ფერხობა - ახალი წლის მეორე დღეს მოხაპულ კვატურაში (მწარე კვახი) ჰყრიან ღომის ჩხოს და საგანგებოდ დამხობილი გოდრისა ან საბუდარის წინ დებენ. გოდორზე შემდგარ ბავშვს ხელში კვერცხი უჭირავს, წაღმა ტრიალებს და კრუსუნობს; სხვა ბავშვები გოდორს გარშემო უვლიან და ჭუჭულებივით წიაქობენ. ბავშვი სამჯერ მოტრიალდება, მერე წელში გაიმართება და ამბობს: „ღმერთო ასე გაამრავლე ჩვენსას ჭუჭულები და ქათმები“ და გოდრიდან ხტება, კვახს ფეხს დაჰკრავს და ღომის ჩხო აქეთ იქეთ გაიფანტება; ფერხობა ბარბალობასაც იციან.
See also: ჩხო
Source: ბერიძე ვუკოლ. სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9