ქა ქე ქვ ქი ქლ ქმ ქნ ქო ქრ ქს ქუ
ქოლ ქონ ქორ ქოქ ქოჩ

ქორობია/ი

ბავშვთა თამაშია: ბავშები (წიწილები) ირჩევენ უფროსს, დედას (კრუხს), რომელმაც წიწილები ქორისაგან უნდა დაიფაროს. ამ დროს ქორი (ერთი ბავშთაგანი) ბუდეს აკეთებს. კრუხსა და ქორს შორის შემდეგი დიალოგია: კრ. ქორო, ბუდეს დაგინგრევ! ქ. მე წიწილას წაგართმევ! (3 ჯერ). კრ. შენს ეზოში ხვადგები ჩასულა! ქ. წადი და გადადენე! კრ. მე არ მცალია. ქორი მიდის. კრუხი ბუდეს ანგრევს და ფიჩხით, თითქოს სავარცხლით, თმას გადაივარცხნის და შემდეგ წიწილს გადასცემს. ამ დროს ქორი ბრუნდება და კითხულობს, ბუდე რად დამინგრიეთ და სავარცხელი სად წაიღეთო. კრუხი მიუთითებს თავისთან მყოფ წიწილზე, ის შემდეგზე და ასე ბოლომდე. უკანასკნელი მიუგებს, სავარცხელი გადავაგდეო. ქორი დაედევნება და თუ მარჯვეა, სათითაოდ ყველა წიწილს დაიჭერს.
Source: ბერიძე ვუკოლ. სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9