ყველიერის ოთხშაბათს გაუთხოვარი ქალები დღისით არ სმენ და არა სჭამენ; საღამოს აკეთებენ ძლიერ მწუთხე ხაჭაპურს და გზაჯვარედინზე სჭამენ, რომ არავინ შემოესწროსთ; უსმელი წვებიან, რადგან საქმრო მოვა და იგი დაგვალევინებსო (ქუთაისი, დ. ავალიანი).
Source: ბერიძე ვუკოლ. სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912.