ვა ვე ვი ვლ ვნ ვო ვს
ვეზ ველ ვენ ვერ

ვეზირობია

Arab. ვაზირი, მინისტრი
ბავშვთა თამაშია: ორად გაპობილ მოკლე ჩხირს ზევით ისვრიან ხოლმე; ვინც ჩხირის ორივე ნახევარს პირაღმა დააჯენს, ის ხელმწიფეთ დადგება; ვეზირმა ეგევე ნახევრები პირდაღმა უნდა დააჯინოს; ვისაც შეეშლება, ე.ი თუ ერთი ნახევარი პირაღმა დააგდო და მეორე პირდაღმა, მას ვეზირი დაარტყამს ხელის გულზე ტატაბას იმდენს, რამდენსაც ხელმწიფე ბრძანებს; როგორც კი რომელიმე მოთამაშე გახელმწიფდება ან გავეზირდება, ძველს ჩამოართმევენ თანამდებობას და რამდენჯერმე ხელზედაც სტკუცავენ ხოლმე ტატაბას.
See also: ტატაბა
Source: ბერიძე ვუკოლ. სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9