| | |
მამითაჯი, ნადი (ს. მენთეშ.; დიალექტ., 607); ნადი, ყანათათჳს (საბა); ნადიმი, პურობა მომკალთა მუშაკთათვის. სოფელთა შინა მებატონე, ანუ მოსახლეთაგანი ვინმე ჟამსა მკისასა განამზადებს ნადიმსა და მოიწვევს მეზობელთა თჳსთა მოსამკავად თვისისა მოსავლისა. ამისათვის ითქმის; დღეს ამა და ამ კაცს მამითადი აქუის, ანუ ჰქონდა (ნ. ჩუბ., დ. ჩუბ.); მუშები, ჩვეულებრივ, მეზობლები, რომლებიც უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ ყანის პატრონს მკაში (ქეგლ).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |