ქა ქბ ქე ქვ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქფ ქშ ქც
ქა- ქაბ ქად ქავ ქაზ ქათ ქაი ქალ ქამ ქან ქაო ქარ ქას ქაფ ქაქ ქაღ ქაშ ქაჩ ქაც ქაჭ ქახ ქაჯ

ქათმის ფერხვა

გურ.

კალანდის (ახალი წლის) მეორე დღეს ქათმის დღეობა (გ. შარაშ.; ს. ჟღ.); ამ დღეს ფეხბედნიერი "ფერხავს ქათამს". ჯერ კიდევ გაავსებს დიდ მწარე ხაპს სიმინდის ან ღომის მარცვლებით და დაუყრის ქათმებს საკენკს. საკენკის ბნევის დროს მფერხავი დარბის და მღერის ამ სიტყვებით "ჯიჭი, ჯიჭი, ვარიკაო, გამოკეკე ყველაყაო, ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი". ამ სიმღერისას ქათმები მას ზურგში მისდევენ და კენკავენ დაყრილ მარცვლებს. ბოლოს მფერხავი გაჩერდება, მარცვლებით სავსე მწარე ხაპს ფეხით გატეხს, მარცვლები გადმოცვივა და იტყვის : ასე გამრავლდეს ჩემი ქათმებიო (ა. ღლ.).

Source: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9