საწყაო : თიხის ჭურჭელი, რომელშიც ორი ლიტრი ჩადის (დიალექტ., 612); ჴელადა ორნაირია : შინაური და დუქნური. შინაური ჴელადა დაბალია, ძირგანიერი, მუცლიანი, დაბალყელა, პირგანიერი და ოდნავ პირგადაშლილი, ცალყურა, საწყაოა : ორი ჩარექი (ლიტრი) და ცოტა მეტი ჩადის. ამას რვიანი ჴელადა ჰქვია, რადგან ჩაფში რვა ჴელადა ჩადის. დუქნური ჴელადა მაღალია, რამდენადმე ყელვიწრო, პირი კი გადაშლილი აქვს და პატარა ტუჩიანია. საწყაოა : სრული ორი ჩარექი (ლიტრი) ჩადის. ამას ცხრიანი ჴელადა ჰქვია, რადგან ჩაფში ჴელადა ჩადის. ორივე იხმარება ღვინის საწყაოდ (ს. მენთეშ.).