ბა ბგ ბდ ბე ბზ ბთ ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბს ბუ ბღ ბძ ბწ ბჭ ბჯ ბჰ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბოზ ბოთ ბოი ბოკ ბოლ ბომ ბონ ბოჟ ბორ ბოს ბოტ ბოფ ბოქ ბოღ ბოყ ბოშ ბოჩ ბოც ბოძ ბოწ ბოჭ ბოხ ბოჯ

ბოყვ-ი

  1. ლეჩხ.

    ტყემლის ორლებნიანი ნაყოფი (მ. ალავ., 1).

  2. ზ. იმერ.

    კრამიტის ყალიბი, კეთდება ხისაგან (ბ. წერეთ.)

  3. ქართლ.

    კურკოვანი ხილის ( ტყემლის, ქლიავის, ჭანჭურისა და მისთ.) მომცდარი ნაყოფი, სოკოვანი ავადმყოფობისაგან დაზიანებული ( შ. ძიძ., ნ.კეცხ., პ. ხუბ.; ი. ჭყონ.); მომცდარი ნაყოფი ტყემლისა და ქლიავ-ღოღნოშოსი ( თ. რაზიკ., „ივერია“, N% 128, 1900).

  4. გურ., იმერ.

    ხის ჩარჩო, რომლითაც ამარაგებენ ფიცრული სახლის კედელს (ა. ღლ.); ჩარჩო, რომელშიაც კედლის ფიცრებია ჩასმული; ამგვარად აშენებულს ჰქვია ბოყვიანი სახლი (ვ. ბერ.); სახლის საძირკველსა და სარტყელს შორის ვერტიკალურად აღმართული სქელი ფიცარი, რომლის ამოღარულ კიდეებში კედლის ფიცრის თავებია შეშვებული (პ. ჯაჯან., IX, 245; დიალექტ., 669); ბოძი (დ. თომაშვ., ოკრიბ.).

     
    "ჩემი სასიმინდე ბ ო ყ ვ ე ბ ზ ე დგას."
  5. ქიზიყ.

    უკურკო ნაყოფი ტყემლისა და ქლიავისა, ვერ ვითარდება და ცვივა (ს. მენთეშ.).

  6. ხევსურ.

    რძის პროდუქტების, კერძოდ ცხიმეულის ობი (ა. ჭინჭარ., 270).

  7. კახ.

    აბრეშუმის მსხვილი პარკი (ა. მარტ., გ. იმნ.).

  8. იმერ.

    საჯდომი ძვალი (ლ. კაიშ.).

  9. აჭარ.

    ბოქლომი, კლიტე (შ. ნიჟარ.).

    Source: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9