( -
[

კა კბ კდ კე კი კლ კმ კნ კო კრ კს კუ კშ კც კჳ
კედ კევ კეთ კეი კეკ კელ კემ კენ კერ კეს კეტ კეფ კეც

კეთილ-ი

  1. «ქველი», «შუენიერი», «უმჯობესი», «სულნელი», კარგი; საპატიო; მხნე; საამო; «ნანარი»:
     
    „კ ე თ ი ლ ი გიყოს შენ“ M—„ქ ვ ე ლ ი გიყოს შენ“ G, II შჯ. 30,5; „სუსანა იყო... კ ე თ ი ლ ხილვითა“ I, —„სუსანა
    იყო... ხილვითა შ უ ე ნ ი ე რ“ O, დან. 13,31; კ ე თ ი ლ მ ც ა ყოფილ იყო მისა“ C, —„უ მ ჯ ო ბ ე ს იყო მისა“
    DE, მთ. 26,24; „სასაჲ შენი ვითარცა ღჳნოჲ კ ე თ ი ლ ი (ს უ ლ ნ ე ლ ი O)“ pb., ქება 7,9; „პოვეს ბოროტნიცა და
    კ ე თ ი ლ ნ ი ც ა“ მთ. 22,10; „იყო კ ე თ ი ლ ხილვითა და შუენიერ პირითა“ O, დაბ. 29,17; „კ ე თ ი ლ არს
    ისრაელისა ღმერთი“ ფს. 72,1; „ქვითა კ ე თ ი ლ ი თ ა და პატიოსნითა შენებულ არს“ ლ.21,5; „ღჳნოჲ კ ე თ ი ლ ი
    არა განირყუნის ცვალებითი-ცვალებად“ მრთ. D, ს. გაბ.-მოც. საკ. 101,15; „კ ე თ ი ლ ს ა პურსა ჩინებულ ვართ“ ფოკა
    340v; „მე ვარ მწყემსი კ ე თ ი ლ ი“ ი. 10,11; „ყოველმან კაცმან კ ე თ ი ლ ი ღჳნოჲ პირველ ამსახურის“ C, ი. 2,10;
    —„ენამან მესამემან დედაკაცნი კ ე თ ი ლ ნ ი განსდევნნა“ pb., —„ენამან ორისმეტყუელმან დედანი ნ ა ნ ა რ ნ ი განჴადნა“
    O, ზირ. 28,19.
  2. სიკეთე, სიმშვენიერე:
     
    „აღავსნა კ ე თ ი ლ ი თ ა“ ლ.1,53; „სახლებისა მის სავსისა ყოვლითა მით კ ე თ ი ლ ი თ ა“ pb., II შჯ. 6,11;
    „საუნჯენი მათნი აღვავსნე კ ე თ ი ლ ი თ ა“ O, იგ.სოლ. 8,21; „კ ე თ ი ლ ს ა მას შენსა თანამოთაულ გექმნეს შენ“
    O, ზირ. 6,10; „კ ე თ ი ლ ს ა ქუეყანისასა შჭამდეთ“ I, ეს. 1,20; „ხილვასა მას კ ე თ ი ლ ი ს ა ს ა მიკრბებოდა
    სიმრავლჱ დიდი“ რიფს. 167,35.
    Source: აბულაძე ილია, „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ (მასალები); გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9