კიდობანი სამარხი; მიცვალებულის ნაწილების დასაცავი კუბო:
- „ნაწილნი მათნი შეკრიბნა ლ უ ს კ უ მ ა ს ა შინა ერთსა“ მსკ. 6,2; „შექმნა ლ უ ს კ უ მ ა ჲ ვეცხლისაჲ“ ჯუარ. გამოჩ. 243,1; „ნაწილნი მისნი... დაიხსნეს სამარხოსა ლ უ ს კ უ მ ა ს ა“ ი.-ე. 49,13.
Source: აბულაძე ილია. „ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები)“. გამომცემლობა „მეცნიერება“; თბილისი, 1973.