გულმოდგინე, მოსწრაფე, მოწაფე; «განმზადებული», მოღვაწე:
- „გ ა ნ კ რ ძ ა ლ უ ლი იგი ყოველი იყავნ ვითარცა მოძღუარი თჳსი“ ლ. 6,40;„გ ა ნ კ რ ძ ა ლ უ ლ ნ ი განვემზადენით ბრძოლად მათა"
- O, — „გ ა ნ მ ზ ა დ ე ბ უ ლ ნ ი დგეს ბრძოლად“ pb., ნეემ. 4,15; „იყო ძმაჲ ვინმე ფრიად გ ა ნ კ რ ძ ა ლ უ ლ ი“ მ. ცხ. 270v;
- „თჳსსა მსახურებასა გ ა ნ კ რ ძ ა ლ უ ლ იყო“ ი.-ე. 49,27.
Source: აბულაძე ილია. „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ (მასალები). გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973.