ხორცი, სხეული, აგებული, ასო, «გუამი»:
- „უმჯობეს არს არა ჭამაჲ, ჴ ო რ ც ი ს ა“ ჰრომ, 14,21; „შევიდეს შინა, არა პოვნეს ჴ ო რ ც ნ ი იგი უფლისა იესუჲსნი“ C,— „შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გ უ ა მ ი იგი
- უფლისა იესუჲსი“ DE, ლ. 24,3; „უკუეთუ ქუეყნიერი ესე სახლი ჩუენი ჴ ო რ ც ი ს ა ჲ დაირღუეს“ II კორ. 5,1; „არა ვსცე განსუენებაჲ ჴ ო რ ც თ ა ჩემთა“ ფს. 131,4;
- „ჴ ო რ ც ო ჩემო და დაო ჩემო“ ფლკტ. 150,7; „ჴ ო რ ც თ ა მწინკულევანებისაგან... მიჴსენ მე“ განს. ი. 200,33; „იხილა დიდ-ძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა
- ჩჩჳლთა მათ ჴ ო რ ც თ ა მისთა“ შუშ. VIII 27; „დაწვების სარეცელსა ლბილსა განსასუენებელად ჴ ო რ ც თ ა“ მ. სწ. 249,34; „პოვა ჴ ო რ ც ი აპოხტი, აღიღო დანაკი, იწყო
- ჭრად და ჭამად“ 357v. [წყარო დასახელებული არაა, მისთვის ადგილია დატოვებული (რედ.)].
Source: აბულაძე ილია; „ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები)“; გამომცემლობა „მეცნიერება“; თბილისი, 1973.