Phare-ის პროგრამამ მუშაობა 1989 წელს დაიწყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ. მისი მიზანი ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური დახმარება იყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ პოლონეთსა და უნგრეთს მოიცავდა, მაგრამ თანდათანობით მისი მოქმედების არეალი გაფართოვდა და დღესდღეობით ეს პროგრამა ფარავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (ბულგარეთი ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია) \n1995-99 წლებში Phare-ს პროგრამით დაფინანსებამ მთლიანობაში დაახლოებით 6,7 მილიარდი ევრო შეადგინა და 15 სექტორი მოიცვა, რომელთაგან ხუთი მთავარი სფეროა \n ინფრასტრუქტურა (ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაციები) \n კერძო სექტორის განვითარება და ბიზნესის დახმარება \n განათლება, გადამზადება და კვლევა \n გარემოს დაცვა და ბირთვული უსაფრთხოება \n სოფლის მეურნეობის რესტრუქტურიზაცია \nიმავდროულად, Phare ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ათი განმცხადებელი სახელმწიფოს მიერთებისწინა სტრატეგიის მთავარი ფინანსური ინსტრუმენტია. 1994 წლიდან Phare-ის პრიორიტეტები იცვლებოდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების საჭიროებების შესაბამისად \nPhare-ს შესწორებულ პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 2000-06 წლებისათვის შეადგენს 10 მილიარდ ევროს, ორი კონკრეტული პრიორიტეტი აქვს, კერძოდ \n ინსტიტუციური განვითარება \n ფინანსური ინვესტიციებ \nკომისიის 1997 წლის ივლისის პროგრამა 2000-ის კომუნიკეში გაკეთებული წინადადებების შემდეგ, Phare-ის პროგრამით გათვალისწინებული მიერთებისწინა დახმარების პროგრამებს დაემატა ახალი ფორმები. ესენია \n (ISPA) განმცხადებელი ქვეყნების გარემოს დაცვისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დონის ევროპის კავშირის დონესთან მიახლოების სტრუქტურული ღონისძიებები; - (Sapard) სოფლის მეურნეობის დახმარება.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]