1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო

E. executive council of association of lawyers
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი ორგანო, რომლის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ, შედგება 9 წევრისაგან. 6 წევრს ირჩევს საერთო კრება 3 წლის ვადით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეები თანამდებობრივად შედიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია: ა) ადვოკატთა ასოციაციების აღმასრულებელი საბჭოების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, ორგანიზება გაუწიოს საქართველოს ადვოკატთა ერთიანი სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას; ბ) განსაზღვროს ადვოკატთა ტესტირების ჩატარების თარიღი; ორგანიზება გაუწიოს ტესტირების მომზადებასა და ჩატარებას (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციების გარდა); კოორდინაცია გაუწიოს ტესტირების ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; გ) ორგანიზება გაუწიოს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას (განცხადების დაწერას); დ) აღასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებები; ე) დაამტკიცოს ადვოკატის ორდერის ნიმუში; ვ) დაამტკიცოს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში; ზ) დაამყაროს საერთაშორისო კავშირები, ამ ურთიერთობებში იყოს ასოციაციის წარმომადგენელი; თ) აწარმოოს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირადი საქმეები; ი) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე იყოს ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი; კ) გამოსცეს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენი ან სხვა პერიოდული ორგანო; ლ) განახორციელოს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუწიოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსთვის ადვოკატთა მონაცემების მიწოდებას საქართველოს ადვოკატთა ერთიანი სიის შედგენის, მასში ცვლილებების შეტანის და მისი გამოქვეყნების მიზნით; ბ) ორგანიზება გაუწიოს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას (განცხადების დაწერას); გ) ორგანიზება გაუწიოს ტესტირების მომზადებასა და ჩატარებას; დ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე იყოს ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი; ე) აწარმოოს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირადი საქმეები; ვ) აღასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, შესაბამისი აღმასრულებელი საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებები; ზ) განახორციელოს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია („ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 26).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9