E. rule of payment of tax on motor vehicle owner გადასახადის გადახდა ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებე ბის რეგისტრაციის, ხელმეორე რეგისტრაციის (თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა მესაკუთრეს მოცემული წლის გადასახადი არა აქვს გადახდილი), ან ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების დროს. რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ტექნიკური დათვალიერება არ უნდა განხორციელდეს გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე. გადასახადს კრეფს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესაბამისი რაიონული საგადასახადო ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 162).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]