Gk. ბერძ. a (უარყ. ნაწილაკი) და logismos განსჯა, მსჯელობა 1. ლოგიკის საწინააღმდეგო, ლოგიკის მოთხოვნების შეუსაბამო, არალოგიკური; 2. ზოგიერთ ინტუიტივისტურ თეორიაში ლოგიკის, როგორც მეცნიერული შემეცნების საშუალების უარყოფა; ლოგიკური აზროვნების დაპირისპირება ჭეშმარიტების, ზეშთაგონების, რწმენის ინტუიციურ წვდომასთან, გაგებასთან; 3. სტილისტიკაში: ლოგიკური კავშირების განზრახ დარღვევა საუბრისას სტილისტური ეფექტის მიღწევის მიზნით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]