1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანტ ანუ

ანალიზი

  1. E. analysis
    G. Analysis
    Gk. analysis დაშლა, დანაწევრება
    1. მეცნიერული კვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია რაიმე მთლიანის შემადგენელ ნაწილებად ფაქტობრივად ან წარმოსახვით დაშლაზე; 2. რაიმეს გარჩევა, განხილვა; 3. ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრა; 4. სისხლის (ან სხვ.) ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევის შედეგი, რომელიც გამოხატავს ორგანიზმის მდგომარეობას.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
  2. ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება. ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
    ● მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება შეპირისპირება, ნაწილებსშორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;
    ●მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;
    ●პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;
    ●მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9