გამყიდველის მიერ მომზადებული და მყიდველისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყიდვა-გაყიდვის გარიგების დეტალებს: მოცულობა, ერთეულის ფასი, საერთო თანხა, გაყიდვის პირობები, მიწოდების ხერხი. საცალო ვაჭრობის კომპანიებში ანგარიშფაქტურებს აფორმებენ გარიგების მომენტში, ხოლო საბითუმო კომპანიებში კი მას შემდეგ, როდესაც ბუღალტერია ტვირთის გამგზავნი განყოფილებიდან მიიღებს შეტყობინებას მყიდველისათვის ტვირთის გაგზავნის შესახებ.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]