1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანტ ანუ

ანტიმონოპოლიური (ანტიტრასტული) კანონმდებლობა

E. antimonopoly/anti-trust legislation
ნორმატიული აქტები („მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონი, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” 1996 წლის 20 მარტის საქართველოს კანონი და მათ შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები), რომლის მიზანია ბაზარზე მონოპოლიური საქმიანობისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში - ანტიტრასტული კანონმდებლობა, რომელიც დასაბამს იღებს 1890 წლიდან შერმანის აქტის მიღებით, რომლითაც ვაჭრობის შეზღუდვისა და ბაზარზე მონოპოლიის შექმნის მცდელობისთვის დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით თანამედროვე პირობებში ანტიტრასტული კანონმდებლობა აფერხებს წარმოების კონცენტრაციის ობიექტურად არსებულ ტენდენციას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9