1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ატა ატე ატრ

ატესტატი

  1. E. certificate, testimonial
    L. attestari დამოწმება, რწმუნება; attestor ვამოწმებ
    1. დოკუმენტი საშუალო სასწავლო დაწესებულების დასრულების შესახებ მაგ., ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სასწავლებლის დამთავრების მოწმობა;
    2. დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სამხედრო მოსამსახურეზე, ამ უკანასკნელის სამსახურებრივი გადაადგილების, ხანგრძლივი მივლინებისა და ა.შ. შემთხვევებში; სამხედრო მოსამსახურის მოწმობა, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი იღებს ხელფასს, სურსათს, ტანსაცმელს და ა.შ.; მოწმობა, გაცემული სამხედრო ნაწილის მორიგი დისლოკაციის შემთხვევაში; დოკუმენტი, გაცემული ოფიცრის ოჯახის რომელიმე წევრზე, მისი ფულადი კმაყოფის გარკვეული ნაწილის მისაღებად;
    3. მოწმობა სამეცნიერო ან რაიმე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. მაგ., პროფესორის ა., უფროსი მეცნიერ-მუშაკის ა. და სხვ.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
  2. L. attestor - ვამტკიცებ
    ატესტატი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ საბაზო ან საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების დასრულებას. ატესტატი გაიცემა სკოლის დირექციის მიერ. ატესტატს ახლავს ნიშნების ფურცელი, რომელშიც ასახულია მოსწავლის (კურსდამთავრებულის) მოსწრება - ქულები თითოეულ საგანში.
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2): [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9