E. assetsL. activus, ქმედითი, აქტიური 1. ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტების, იურიდიული და ფიზიკური პირების ნებისმიერი საკუთრება;
2. სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავლების სიჭარბე საზღვარგარეთ გაწეულ ხარჯებთან შედარებით (სავაჭრო ბალანსი);
3. ფირმის საბუღალტრო ბალანსის ნაწილი, რომელიც ასახავს მატერიალურ და არამატერიალურ ფასეულობებს. აქტივი შეიძლება არსებობდეს: ფინანსური (კრედიტი, ფასიანი ქაღალდი), კაპიტალური (უძრავი ქონება, მანქანა-მოწყობილობა) და არამატერიალური სახით (რეპუტაცია - good will).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]