1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
აქს აქტ აქც

აქციზის საგადასახადო შეღავათები

E. exemption from excise tax
აქციზის გადასახადისაგან თავისუფლდება: ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული და მოხმარებული ალკოჰოლური სასმელები; ბ) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის ორი ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი; ავტომობილით შემომსვლელი პირის ავტომობილის ავზში არსებული საწვავი; გ. აქციზური საქონლის ტრანზიტი და დროებით შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის დროებით შემოტანისას (გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული აქციზური საქონლის დროებით შემოტანისა, იმ მსუბუქი ავტომობილების დროებით შემოტანისა, რომლებიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, და მსუბუქი ავტომობილების დროებით შემოტანისა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-არზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის), აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული იმ აქციზური საქონლის დროებით შემოტანისას, რომელსაც გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით ყოფნის ვადა, გადაიხდევინება აქციზი ან საბაჟო ორგანოს მიერ დაიტოვება საბანკო გარანტია, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას გადასახადის გადამხდელს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება საბანკო გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით; დ. აქციზური საქონლის რეექსპორტი; საქართველოს ტერიტორიაზე რეექსპორტისათვის გათვალისწინებულ აქციზურ საქონელზე გადაიხდევინება აქციზი, დაიტოვება საბანკო გარანტია ან შესაბამისი ღირებულების შემოტანილი საქონელი გარანტიის სახით, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას უქმდება საბანკო გარანტია, გადამხდელს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან გარანტიის სახით დატოვებული საქონელი ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით; ე. მსუბუქი ავტომობილების იმპორტი სტიქიური უბედურების დროს ჰუმანიტარული დახმარების მიზნით; ვ. საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საავიაციო საწვავი იმპორტისას საბაჟო ორგანოებისათვის საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე; ზ. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ან/და მიწოდება; თ. „მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორის” იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზის გადასახადი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის, გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოები უბრუნებენ აქციზის გადახდილ თანხას. ამასთან, „გ“ - „დ“ პუნქტების მიხედვით აქციზისაგან განთავისუფლება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლების პირობები; ამასთან, თუ საბაჟო გადასახადის მიზნისათვის საქართველოში შემოტანილი საქონელი ექვემდებარება დაბრუნების რეჟიმს, ან, თუ საბაჟო გადასახადი ექვემდებარება გადახდას განთავისუფლების პირობების დარღვევის გამო, იგივე რეჟიმი გამოიყენება აქციზის მიმართაც (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 128).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9