საღვთო წიგნების კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია ოთხი სახარება: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს; მას მოსდევს “საქმე მოციქულთა”, “კათოლიკე ეპისტოლენი”, “ეპისტოლენი წმიდისა მოციქულისა პავლესნი”, “გამოცხადება იოანესი” ანუ აპოკალიფსისი.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]