E. foreign exchange market, currency market ბაზარი, სადაც ხდება უცხოური ვალუტის კურსის კოტირება. ბაზარზე მარეგულირებელ ფუნქციას ასრულებს ეროვნული (ცენტრალური) ბანკი. სავალუტო ვაჭრობა ნებადართულია დევიზებით. მსხვილმასშტაბიანი გარიგებები იდება ჩვეულებრივ ბანკთაშორის ბაზარზე (ამასთან, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ბირჟები, ბროკერები და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები). სავალუტო ბაზრის ინფრასტრუქტურა (ფორექსი) ინტერნაციონალურია და მთელ მსოფლიოში აერთიანებს ბანკებს, არასაბანკო დაწესებულებებს, გადამცვლელ პუნქტებსა და ამ საქმიანობით დაკავებულ პირებს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]