1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბავ ბაზ ბაი ბაკ ბალ ბან ბაპ ბაჟ ბარ ბას ბატ

ბანკი ეროვნული (ცენტრალური)

E. national (central) bank
1. სახელმწიფო ბანკი, რომელიც ახორციელებს ფულადი მიმოქცევის, ფინანსური ბაზრების, ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებასა და კონტროლს.
2. ბანკი, რომელსაც აფუძნებს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა. იგი თავის საქმიანობაში ეკონომიკურად დამოუკიდებელია, ყველა ხარჯს უზრუნველყოფს თავისი შემოსავლით, პასუხს არ აგებს მთავრობის ვალდებულებებისთვის იმ შემთხვევის გარდა, როცა ეროვნული ბანკი თავად კისრულობს ასეთ ვალდებულებებს. მისი აქტივები, ქონება და შემოსავალი თავისუფლდება ყოველგვარი ბეგარისგან. იგი შეიმუშავებს და ახორციელებს ფულად საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკას, ფლობს, ინახავს და განკარგავს საერთაშორისო რეზერვებს, ახორციელებს საბანკო საქმიანობის ლიცენზირებას და უწევს მას ზედამხედველობას, ხელსუწყობს საგადასახადო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას. მას აქვს ექსკლუზიური უფლება განახორციელოს ბანკნოტების და მონეტების, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის კანონიერი საშუალებების ემისია, გამოითხოვოს, ამოიღოს მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები, მონეტები და მათ ნაცვლად გამოუშვას იმავე ოდენობით გადახდის საშუალებები. იგი წარმოადგენს მთავარ ექსპერტს ეროვნული ვალუტისა და სხვა საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში. იგი იღებს, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებების დეპოზიტებს და გამოდის შესაბამისად დეპოზიტარის როლში. ამასთან, საქართველოში ეროვნულ ბანკს ეკრძალება საქმიანობის ცალკეული სახეობა. წყარო: (საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”);
3. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრი კომერციული ბანკი (სულ 12 ბანკია), რომელიც რეგისტრირებულია ფედერალურ დონეზე.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9