1. სპეციალური საკრედიტო დაწესებულება, რომელიც ახდენს: ა) სხვადასხვა სახის სასესხო ვალდებულების (მაგ. აქცია, ობლიგაცია) გამოშვებისა და გავრცელების გზით გრძელვადიანი სასესხო კაპიტალის მობილიზაციას; ბ) ეწევა სხვადასხვა კომპანიის ფასიანი ქაღალდების პირველად განთავსებას და ახორციელებს საბროკერო ოპერაციებს კლიენტთა დავალებით;
2. დაწესებულება, რომელიც აფინანსებს და აკრედიტებს კაპიტალურ დაბანდებებს. მათი საქმიანობა დაკავშირებულია ძირითადი საშუალებების გაფართოებულ კვლავ წარმოებასთან, სახალხო მეურნეობის განვითარების კომპლექსური პროგრამის რეალიზაციასთან.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]