1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბი ბიბ ბიდ ბიზ ბიკ ბილ ბინ ბიო ბიპ ბირ ბის ბიტ ბიუ ბიჰ

ბინადრობის მოწმობა

E. residential/ residence permit
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის ვინაობას. ბინადრობის მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებს შინაგან საქმეთა ორგანო. ბინადრობის მოწმობა გაიცემა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 დღის განმავლობაში. მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი საბუთი, ფოტოსურათი და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი (ბინადრობის მოწმობის გაცემისათვის გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, რომლის ოდენობა განსაზღვრულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 1,5 ლარის ოდენობით). მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით (“საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” საქართველოს კანონი).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9