E. foundation of exchange ბირჟის დაფუძნების უფლება აქვს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, გარდა: სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოებისა, სახელმწიფო დაწესებულებებისა (ორგანიზაციებისა), რომელთა დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებისა; სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიებისა (საწარმოებისა); საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო ფონდებისა და კავშირებისა (ორგანიზაციებისა); ფიზიკური პირებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება (საქართველოს კანონი “სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 9.2).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]