1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბი ბიბ ბიდ ბიზ ბიკ ბილ ბინ ბიო ბიპ ბირ ბის ბიტ ბიუ ბიჰ

ბიუჯეტი ადგილობრივი

E. local budget
1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის ფინანსური ბაზა. იგი გამიზნულია ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სახის პროგრამების, ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსებისთვის. ბიუჯეტის შემოსავალი მოიცავს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილს და „საგადასახადო კოდექსით” გათვალისწინებულ ადგილობრივი გადასახადებს აგრეთვე, სხვა ნებადართულ შემოსავლებს;
2. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების (სოფელი, დაბა, თემი, რაიონი,ქალაქი და ქალაქი, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ბიუჯეტი, მათი შემოსულობები და გადასახდელები („საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3);
3. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი საფინანსო გეგმა, რომელიც დამოუკიდებელია სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისაგან (საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”, მუხლი 34. 1. 2).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9