E. to block გადაკეტვა, გადაღობვა 1. ბლოკადის მოწყობა, სხვადასხვა ფორმით შეფერხება, ხელის შეშლა, გავრცელების აღკვეთა. მაგ., კანონპროექტის მიღების ჩაშლა, დაავადების კერის ლოკალიზაცია, გზის გადაკეტვა, მოძრაობის შეფერხება და სხვ.;
2. რკ.-გზ. სასიგნალო მოწყობილობათა სისტემა მატარებლების მიმოსვლის რეგულირებისთვის;
3. სპორტ. მოწინააღმდეგის შესაფერხებელი ტექნიკური ილეთი: ხელის დახვედრება დარტყმის ასაცილებლად (კრივში), სხეულით დაჯახება (ფეხბურთში, კალათბურთში), ბადის თავზე ხელის დახვედრება ბურთის დარტყმის მომენტში (ფრენბურთში) და სხვ.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]