1. საფრანგეთში: სახელმწიფო მართვის, ხელისუფლების მეთოდები ნაპოლეონ ბონაპარტისა და ლუი ბონაპარტის იმპერიის ეპოქაში; ბურჟუაზიულ- პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ცდილობდა ბონაპარტების დინასტიის მმართველობის აღდგენას საფრანგეთში;
2. დიქტატურის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ეყრდნობა აგრესიულ სამხედრო წრეებს და მდგომარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ლავირებაში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სოციალურ წრეებს შორის, პოლიტიკური სისტემის კრიზისის პირობებში.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]